ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება


---

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 24 დეკემბერს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ასევე, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

დოკუმენტის თანახმადვე, ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე

კომენტარები
კომენტარის დაწერა
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება
სახელი:
E-mail (არასვალდ):
დამცავი კოდი:
reload, if the code cannot be seen
შეიყვანეთ კოდი:

აგრეთვე გირჩევთ:
რეცეპტის ინგრედიენტები 1 ს/კ გრანულებიანი უნალექო ყავა 1 ცალი ნაყინი თეთრი ჭიქის 180 გრამი რძე 1 ს/კ მოხარშული შესქელებული რძე რეცეპტის..
არსებობს პროდუქტები, რომლებშიც (კერძებში) ხელმეორედ გაცხელებისას, ბაქტერია ისე მრავლდება, რომ ის მომწამვლელი ხდება ჩვენი ორგანიზმისთვის. აბა,..
სეზამი, ანუ სელი არის თესლი, რომელიც კაცობრიობისთვის ნაცნობია მრავალი საუკუნის განმავლობაში. მარცვლეული შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს,..
რეცეპტის ინგრედიენტები 2 ცალი ქათმის ფილე 30 გრამი კარაქი 1 კბილი ნიორი 200 გრამი სოკო 200 გრამი ბოსტნეულის ნახარში/ გალინა ბლანკას კუბი 100..