არის თუ არა პასკა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის? – გიორგი ღოღობერიძის განმარტება


არის თუ არა პასკა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ექიმი გიორგი ღოღობერიძე პასკის დადებით თვისებებზე საუბრობს.

„ვის არ უყვარს, განსაკუთრებით, მასში ჩირი მიყვარს. ის ყურძნის მარცვლები, რომელიც პასკაშია, ცნობილია ბევრი სახელით – ზოგიერთი ქიშმიშს (თურქულად) უწოდებს, ზოგი – ჩამიჩს (სომხურად), ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართულად სკიჯი, სკიჭი ჰქვია.

ეს ყურძნის მარცვლები საკმაოდ მდიდარია ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, მათ შორის, სამს გამოვყოფდი – საკმაოდ ბევრს შეიცავს ვიტამინ B2 – რიბოფლავინს, ასევე ვიტამინი B6, ბევრი კალიუმია მასში.

ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიტოქონდრიებს. ამის ნაკლებობა ორგანიზმში ტუჩის კუთხეების სილურჯით, ნახეთქებით გამოიხატება. რიბოფლავინის ნაკლებობის დროს პირის ღრუს ანთებაც ემართება, სტომატიტი, ასევე, დამახასიათებელია ელექტროციტების რაოდენობა, იმ წითელი ბურთულების რაოდენობა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. როცა ადამიანი იღებს ქიშმიშს, ფაქტობრივად, ის იღებს დღიურ ვიტამინ B2-ს დოზას.

ვიტამინი B6 გარდა მიტოქონდრიებისა, ასევე გამოიყენება თავის ტვინის მედიატორების სინთეზისთვისაც. თავის ტვინში ბევრი მედიატორია – ცელტონი, დოპამინი, აქედან ნაწილი ბედნიერების ჰორმონია. ამიტომ ქიშმიშიდან მიღებული ვიტამინი B6 ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის სინთეზი დაიწყოს.

როცა ადამიანს ორგანიზმში ვიტამინი B6 აკლდება, ის ნიშნები ჩნდება, რაც ახლავს ვიტამინ B2-ს. ადამიანი ხდება მიდრეკილი ძილიანობისკენ. როცა ადამიანი ხშირად იღებს ქიშმიშს, ორივე ვიტამინს მარტივად ივსებს. როგორც გითხარით, ქიშმიშში კალიუმის მაღალი ჩემცველობაა, ვისაც მაღალი წნევა აქვს, კალიუმით მდიდარი საკვები ძალიან მაგარი საშუალებაა წნევის დასაწევადაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარები
კომენტარის დაწერა
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება
სახელი:
E-mail (არასვალდ):
დამცავი კოდი:
reload, if the code cannot be seen
შეიყვანეთ კოდი:

აგრეთვე გირჩევთ:
ადრე ფენოვან ცომს ყოველთვის ვყიდულობდი, რადგან მისი მომზადება არ ვიცოდი და დროც არ მქონდა. ყველაფერი იმ დროიდან შეიცვალა, როცა მეუღლის ბებია..
არის თუ არა პასკა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ექიმი გიორგი ღოღობერიძე პასკის დადებით თვისებებზე საუბრობს. „ვის არ უყვარს,..
რეცეპტის ინგრედიენტები 2 ცალი ქათმის ფილე 30 გრამი კარაქი 1 კბილი ნიორი 200 გრამი სოკო 200 გრამი ბოსტნეულის ნახარში/ გალინა ბლანკას კუბი 100..
მას შემდეგ, რაც სახლში გრილი გვაქვს, ცხელი სენდვიჩები ჩემი ბიჭებისთვის ყველაზე პოპულარული კერძი გახდა. ეს არის საუზმე, სადილი და მსუბუქი..