ცნობილი ხდება გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 25 წლის ქალის ვინაობა


---

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში პო­ლი­ცი­ამ 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან 11 – უცხო ქვეყ­ნის, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეს ახა­ლი გუ­და­უ­რის ასას­ვლელ­თან მარ­სა­გიშ­ვი­ლე­ბის კერ­ძო სახ­ლი ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, სა­დაც პირ­ველ სარ­თულ­ზე იყო ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი “ჰა­ვე­ლი”, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი – რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი, სა­დაც ღა­მით ეძი­ნათ. სწო­რედ მე­ო­რე სარ­თულ­ზე დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია.

“კერ­ძო სახ­ლია, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის მარ­სა­გიშ­ვი­ლებს, მათ მთლი­ა­ნად ჰქონ­დათ გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. პირ­ველ სარ­თულ­ზე იყო ეს რეს­ტო­რა­ნი და მე­ო­რე­ზე – სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი. წუ­ხელ სა­ში­ნე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და სი­ცი­ვე იყო, ამი­ტომ გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია გუ­და­ურ­ში. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ გე­ნე­რა­ტო­რი შიდა სივ­რცე­ში შე­ი­ტა­ნეს და მთე­ლი ღამე ამუ­შა­ვეს. სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­მო­ნა­ბოლ­ქვით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, ვერც ერ­თმა ვერ შეძ­ლო გა­რეთ გას­ვლა.

დი­ლით, ჩვე­უ­ლებ­რივ, პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მი­ვი­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლია – ფარ­თი ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ამუ­შა­ვებ­და, არც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ არ დახ­ვდა რეს­ტო­რან­ში, ეტყო­ბა, მო­ი­კი­თხა ისი­ნი, ავი­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც მათ ეძი­ნათ და იქ მი­სულს ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა. ორი ახალ­გაზ­რდა კარ­თან იყო გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი თა­ვი­ანთ სა­ძი­ნე­ბელ ოთა­ხებ­ში ნა­ხეს.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები
კომენტარის დაწერა
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება
სახელი:
E-mail (არასვალდ):
დამცავი კოდი:
reload, if the code cannot be seen
შეიყვანეთ კოდი:

აგრეთვე გირჩევთ:
რეცეპტის ინგრედიენტები 1 ცალი ატამი 1 ცალი ავოკადო სალათის ფურცელი 70 გრამი პარმეზანი 1 კბილი ნიორი 1 ს/კ თაფლი 1 ს/კ სოიოს სოუსი 1 ჩ/კ..
მას შემდეგ, რაც სახლში გრილი გვაქვს, ცხელი სენდვიჩები ჩემი ბიჭებისთვის ყველაზე პოპულარული კერძი გახდა. ეს არის საუზმე, სადილი და მსუბუქი..
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნი აცხადებს, რომ წონის კლებისთვის ადამიანებმა ცხიმები და ცილები უნდა მიიღონ. მისივე თქმით, წონის კლების..
გიორგი ღოღობერიძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ცნობილი ექიმი საუბრობს იმ აუცილებელი 8 საკვების შესახებ,..