დეკანოზი შალვა კეკელია მიმართვას ავრცელებს


---

ჩემს მეგობრებს მოგიწოდებთ, მათ უნდა ანახოთ სიყვარული, რადგან პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული დღეს სიმშვიდეზე გადის. დღეს ყველაზე დიდი რამ არის მოთმენა, – განაცხადა აქციის მონაწილეებზე საუბრისას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მან შენდობა ითხოვა გუშინ, ტაძართან მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან ხმამაღლა მოუწია საუბარი.

„ადამიანურად უკვე დიდი ხანია ამას ვითმენ – ყოველ დღე მაგინებენ, მლანძღავენ, მთათხავენ, ზოგჯერ ქუჩაში დედას მაგინებენ და ასე არ არის! მეც ადამიანი ვარ, მეც ვერ შევიკავე თავი, რაღაც წყობიდან გამოვედი, მაგრამ ყველამ იცოდეთ ერთადერთი რამ – ჩემს ეკლესიას, ჩემს პატრიარქს, ჩემს სამშობლოს ნუ ეხებით! ჩემს ქვეყანას ნუ ეხებით და რუსოფილებს ნუ გვიწოდებთ! არც ევროპელი ვარ და არც რუსოფილი. არც ევროპის მომხრე ვარ და არც – რუსეთის. მე ვარ ჩემი ქვეყნის მომხრე! მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და მინდა, ყველას ასე გიყვარდეთ. პირველ რიგში დააყენეთ თქვენი ქვეყანა და მერე შეიძლება ნებისმიერ რამეზე ისაუბროთ“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ყოველდღე ლოცულობს, იხდის პარაკლისებს, რომ ქართველებში იყოს მშვიდობა და სიყვარული.

„ახლა იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც ჩემ მიმართ ხართ ცუდად განწყობილი – მზად ვარ, ნებისმიერ თქვენგანთან შეხვედრისთვის. მოდით ტაძარში და გაიგეთ ჩემი პასუხები. მე ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ ვისაუბრო“, – აღნიშნა მამა შალვამ.

კომენტარები
კომენტარის დაწერა
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება
სახელი:
E-mail (არასვალდ):
დამცავი კოდი:
reload, if the code cannot be seen
შეიყვანეთ კოდი:

აგრეთვე გირჩევთ:
რეცეპტის ინგრედიენტები 300 გრამი რძე 1 ს/კ კაკაო 5 გრამი ვანილი 1 ს/კ ყავისფერი შაქარი 30 გრამი შოკოლადის ჩიფსები რეცეპტის მომზადების..
ადრე ფენოვან ცომს ყოველთვის ვყიდულობდი, რადგან მისი მომზადება არ ვიცოდი და დროც არ მქონდა. ყველაფერი იმ დროიდან შეიცვალა, როცა მეუღლის ბებია..
რეცეპტის ინგრედიენტები 2 ცალი ქათმის ფილე 30 გრამი კარაქი 1 კბილი ნიორი 200 გრამი სოკო 200 გრამი ბოსტნეულის ნახარში/ გალინა ბლანკას კუბი 100..
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნი აცხადებს, რომ წონის კლებისთვის ადამიანებმა ცხიმები და ცილები უნდა მიიღონ. მისივე თქმით, წონის კლების..