როგორ მოვამზადოთ ქათამი სოკოს სოუსით

რეცეპტები / ცხელი კერძები
რეცეპტის ინგრედიენტები
- 2 ცალი ქათმის ფილე
- 30 გრამი კარაქი
- 1 კბილი ნიორი
- 200 გრამი სოკო
- 200 გრამი ბოსტნეულის ნახარში/ გალინა ბლანკას კუბი
- 100 გრამი ნაღები
- 1 ს/კ ქინძი
- საჭიროებისამებრ ზეითუნის ზეთი შესაწვავად
- 1⁄2ჩ/კ პაპრიკა
- მწიკვი ჯავზი
- გემოვნებით მარილი
- გემოვნებით პილპილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
- ჯამში დაამარინადეთ ქათმის ფილე პილპილში, მარილში და პაპარიკაში 1 საათი.
- შემდეგ შეწვით ზეითუნის ზეთში.
- ცალკე ტაფაზე მოათავსეთ კარაქი დაუმატეთ დაკეპილი ნიორი მოთუშეთ შემდეგ დაუმატეთ გარეცხილი და გასუფთავებული სასურველ ფორმებად დაჭრილი სოკო მოთუშეთ კარგად.
- სოკოს მასას დაუმატეთ ბოსტნეულის ნახარში და ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე.
- ბოლოს დაუმატეთ ჯავზი მწიკვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
- სოუსი როცა მზად იქნება ჩაალაგეთ შემწვარი ქათმის ფილე.
- გემრიელად მიირთვით.
კომენტარები
კომენტარის დაწერა
აგრეთვე გირჩევთ:
რეცეპტის ინგრედიენტები 250 გრამი საქონლის ხორცის ფარში 2 ცალი კარტოფილი 200 გრამი ქამა სოკო 1 ცალი ბულგარული წითელი 1 ცალი ბულგარული მწვანე 1..
რეცეპტის ინგრედიენტები 300 გრამი ისპანახი 100 გრამი ქამა სოკო 70 გრამი ფეტა 2 ცალი კვერცხი 30 გრამი კარაქი/ზეთი 1 კბილი ნიორი მწიკვი ჯავზი..
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნი აცხადებს, რომ წონის კლებისთვის ადამიანებმა ცხიმები და ცილები უნდა მიიღონ. მისივე თქმით, წონის კლების..
რეცეპტის ინგრედიენტები 1 ს/კ გრანულებიანი უნალექო ყავა 1 ცალი ნაყინი თეთრი ჭიქის 180 გრამი რძე 1 ს/კ მოხარშული შესქელებული რძე რეცეპტის..